კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გუნდიდან გარიცხვას ეწინააღმდეგება

კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გუნდიდან გარიცხვას ეწინააღმდეგება

კახა კალაძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გუნდიდან გარიცხვას ეწინააღმდეგება. ეს განცხადება თბილისის არჩეულმა მერმა საკუთარ შტაბში გააკეთა. მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები და დააფიქსიროს თავის აზრი. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გარიცხონ კაშია ნაკრებიდან.

“არ ვიცი რატომ უნდა გაირეცხოს, რა დააშავა კაშიამ. მე ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი.”- განაცხადა კალაძემ.

გურამ კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვას “ქართული მარში” ითხოვს.

გურამ კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც მისი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – დაწერა კაშიამ Facebook-ზე.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ლევან კობიაშვილმა და სხვა ფეხბურთელებმა. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს სპორტულმა ჟურნალისტებმაც.

გურამ კაშიას დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები