კახა კალაძე-ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული თანხები უფასო სასადილოებს მოხმარდება

კახა კალაძე-ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული თანხები უფასო სასადილოებს მოხმარდება

უფასო სასადილოებში ერთ მოქალაქეზე გამოყოფილი თანხა შესაძლოა გაიზარდოს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სწორედ ამ საქმეს მოხმარდება.

“უფასო სასადილოებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება შიდა ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული თანხები ისევ და ისევ მოხმარდება უფასო სასადილოებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება”, – აცხადება თბილისის მერი.

4 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება. 

დღეს თბილისის უფასო სასადილოებში 1 ბენეფიციარისთვის 1.18 ლარია გათვალისწინებული.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები