“ფეხბურთს, პოლიტიკასა და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი, შესაბამისად, როცა ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას – სხვა. რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან, შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, არაერთ კანდიდატთან ვაპირებ დაჯდომას. მზად ვარ, შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დებატებში მონაწილეობაზე”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში მეორედ გუშინ, 4 ოქტომბერს გამოიწვია. ელისაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია და ფეხბურთში მასთან შეჯიბრს არასდროს დასთანხმდებოდა: “მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას”.
თბილისის მერობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.