კახა კალაძე მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ის შეთავაზებები მოისმინა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას გააუმჯობესებს.
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა. კახა კალაძე მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ის შეთავაზებები მოისმინა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას გააუმჯობესებს.
კალაძე მოქალაქეთა პრობლემებით დაინტერესდა და მათ მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზეც გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა.
დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.

„თი-ბი-სი“ ბანკის ჯგუფის PLC (TBC PLC) ძირითადი შვილობილი კომპანიის, სს „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იურკი კოსკელო დაინიშნა.

გია ვოლსკი „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ ზეწოლაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებმაც ბიზნესი გათელეს და მას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართავდნენ.

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს.
