კახა კალაძე-მნიშვნელოვანია ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია (იხ.ვიდეო)

კახა კალაძე-მნიშვნელოვანია ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია (იხ.ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა. როგორც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ჩართვაში აღნიშნა, რეაბილიტაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მისივე თქმით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტირება მომავალშიც გაგრძელდება.
“დაახლოებით 45 მილიონი ლარი იხარჯება ამ სამუშაოებისთვის. მნიშვნელოვანია ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. კონკრეტულ ლოკაციაზე, 18 შენობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ამ პროექტის განხორციელება იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ თუ აქ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი ფართი, სიტყვაზე, ახლა 100 ლარი ღირს, რეაბილიტაციის შემდეგ სამჯერ მეტი ეღირება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება დედაქალაქში საუკეთესო ადგილი, მოვლილი, მოწესრიგებული დასვენებისთვის. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტირება”,-აღნიშნა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია გასულ წელს თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები