კახა კალაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

კახა კალაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

„მომსახურე პერსონალისთვის, პედაგოგებისთვის, ვინც ეროვნულ გამოცდებს ატარებს, მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კახგანაცხადა.

„შემდეგი თემა ეხება ეროვნულ გამოცდებს. ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი კონკრეტული სკოლების და ამასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის შემდეგ ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებას კიდევ ერთელ მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ კონკრეტული სკოლების მომსახურე პერსონალისთვის, პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ გავავრცელოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სრული მხარდაჭერა ჰქონდეს მომსახურე პერსონალს, ვინც ეროვნულ გამოცდებს ატარებს.”, – ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, 1 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები