კახა კალაძე მირზა სუბელიანზე – ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ

კახა კალაძე მირზა სუბელიანზე – ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ

ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„ამ ადამიანს, რომელიც არის ყოფილი მაღალჩინოსანი და დღეს ციხეში ზის კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, თუ გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები მას შეეძლო აქამდეც წარმოდგინა საზოგადოებისთვის, ეთქვა მოსახლეობისთვის. მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველა იმ ნასაუბრებზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს, რომ ეს საუბრები ჩაეწერა, გაეკეთებინა და გამოეტანა. აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ამ ყველაფერს უკავშირებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, მე გონია, რომ საერთოდ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნები ამ პროცესებთან. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანში არეულობის მოწყობა. არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადაგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს, ქვეყნის წინაშე საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე.

თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი. ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ვიღაც დაკავებული, გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ამას სჭირდება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები