კახა კალაძე – მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ

კახა კალაძე – მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ

 

მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით და ამას დროდადრო გაგაცნობთ.

მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ. ყველაფერი მიდის სწორად, დაგეგმილად, მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება და კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, ვიდრე წელს განხორციელდა,”– განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები