კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მას შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მას შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად.

„გვგონია, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ხმა მისცეს, ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს, რომელიც გაატარებს, არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის სასიკეთო ინტერესებს. ასეთ კანდიდატად ჩვენს პარტიას სალომე ზურაბიშვილი ესახება“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მას შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად.
კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში წარმატებები უსურვა.
„სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მისიაა დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება ქვეყანაში. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის პარტია, რომელიც ზრუნავს არა თავის პოლიტიკურ კომფორტზე და ხელისუფლების გამყარებაზე, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღეზე და დემოკრატიის პროგრესზე. ჩვენს გუნდს ხალხისგან მინიჭებული აქვს მაღალი ნდობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე, პარტია „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი უმრავლესობით. ბუნებრივია, ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობდეს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები და მმართველობის პროცესში, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი. ეს არის ის ძირითადი მოტივი და პრინციპები, რის გამოც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ წარადგინა თავისი კანდიდატი და გვგონია, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ხმა მისცეს, ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს, რომელიც გაატარებს, არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის სასიკეთო ინტერესებს. ასეთ კანდიდატად ჩვენს პარტიას სალომე ზურაბიშვილი ესახება. მას ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ და ასევე პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ მიუკერძოებელი კანდიდატის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის როლის სწორად გააზრებას, სწორი ტრადიციის დამკვიდრებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები