კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.

კალაძემ იქვე აღნიშნა, რომ ჯერ ამფითეატრთან დაკავშირებით იდეა არ აქვს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუსიკისა და დრამის თეატრი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში აშენდა. უკვე 5 წელია ამფითეატრის ბედი გაურკვეველია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები