კახა კალაძე – მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“

კახა კალაძე – მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“

არ უნდა გაგიკვირდეთ, მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.
„ნიკა მელია არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით. როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებიან, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე. ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ“,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მომხდარი ორივე მხარის პასუხისმგებლობაა.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება ყველას მოუწევს არა მარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, იმიტომ რომ ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან. შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია“,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ადგილზე არანაირი საფრთხე არ არსებობდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საქართველოში ევროკავშირის ოფისთან სპონტანურად გამოცხადდნენ.
„ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი თავს ესხმის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ეს ნამდვილად არ იყო მისასალმებელი. ეს იყო ახალგაზდების სპონტანური გამოსვლა იმ სიბინძურეზე, რაც მელიამ იკადრა და გააკეთა“,-განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები