კახა კალაძე – მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია
მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დედაქალქის მერის თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება და ამ პროცესში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა. კალაძის განცხადებითვე, ის პირადად იქნება ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში.
„მარიხუანას მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოწევა კარგია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც შიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც პროპაგანდას გაუწევს ჯანსაღ ცხოვრებას. მჯერა, რომ ბევრი ახალგაზრდა ამყვება ამ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 619 325 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით მეტია.

კახა კალაძე-“მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი”
