კახა კალაძე – კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო და სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

კახა კალაძე – კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო და სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ვენის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

„ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კამპანია და დარწმუნებული ვიყავი,რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა და პირველი, მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში.

თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებით და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადრეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა. თუნდაც თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ქვეყანაში. მას უნდობლობა გამოუცხადა, რაც ძალიან მძიმეა.

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო. მიდის ავსტრიაში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, რაღაც კვლევები ჩაიტარა. თუმცა, აქაც უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ეს არის რეალობა. მისმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები“, – აცხადებს კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები