კახა კალაძე: კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს

კახა კალაძე: კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა.

​კალაძის თქმით, კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

“ამა თუ იმ საკითხზე პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვინმე, კონკრეტული პიროვნება თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია გასცდება კანონს, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები