კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ბაზრობა “თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობდნენ, მადლობას უხდის.

კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ბაზრობა “თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობდნენ, მადლობას უხდის.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ბაზრობა “თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისთვის მუშაობდნენ, მადლობას უხდის.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, მეხანძრე-მაშველებმა დიდი შრომა გასწიეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ბიჭებმა იმ საღამოს და თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები