კახა კალაძე: გთხოვთ, ვინც ყოველდღიურად იყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ატარეთ პირბადე
„მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბდის ტარებისკენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან არის პირბადის ტარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება