კახა კალაძე: გრიგოლ ვაშაძემ კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება

კახა კალაძე: გრიგოლ ვაშაძემ კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორებისა და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება

“დოიჩე ველესთან” ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა “ნაციონალური მოძრაობის” ერთკვირიანი მასკარადი, ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე”,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ კვლავ ღიად დააანონსა, “ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება.
“მან პრაქტიკულად, ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააანონსა, ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას გვპირდება. ყველასათვის ნათელია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად, არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” რევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები