კახა კალაძე – გიორგი გახარიას მხრიდან მენეჯმენტზე საუბარი ცოტა უხერხული და გულდასაწყვეტია

კახა კალაძე – გიორგი გახარიას მხრიდან მენეჯმენტზე საუბარი ცოტა უხერხული და გულდასაწყვეტია

გიორგი გახარიას მხრიდან მენეჯმენტზე საუბარი ცოტა უხერხული და გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ შეაფასოს ვის როგორი მენეჯმენტი აქვს და ვის როგორი ჰქონდა.

თბილისში გააჩერეთ ნებისმიერი მოქალაქე და ახსენეთ კახა კალაძე, ყველა რაღაც პროექტს – ავტობუსებს, მწვანე სკვერებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, რაღაცას დაგისახელებს, ახლა მითხარით ერთი პროექტი, რომელიც ასოცირდება გიორგი გახარიასთან. შესაბამისად მენეჯმენტზე საუბარი ცოტა უხერხულია. ჩვენი გაკეთებულისა და ჩვენი მენეჯმენტის უკან დგას კონკრეტული საქმეები, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს და დღეს, რომ მე ძლიერად ვარ წარმოდგენილი, როგორც მერობის კანდიდატი, ეს არის ჩემი თანაგუნდელებისა და იმ საქმეების დამსახურება, რაც მე მიკეთებია ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მერობის დროს. მაგრამ ეს არაფერია იმასთან მიმართებაში რის გაკეთებასაც ვაპირებთ მომავალში.

ბოლო წლების განმავლობაში ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და კარგად აფასებს არსებულ სიტუაციას. ეს ძალიან კარგია, რადგან ემოცია გვერდით უნდა გადავდოთ და კონკრეტული საქმეებით ვინ არის გამკეთებელი, ვის რა აქვს გაკეთებული, ვინ რის გაკეთებას აპირებს – ამ გეგმებით უნდა მიიღოს მოსახლეობამ გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები