კახა კალაძე – ერთი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

კახა კალაძე – ერთი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა გარდა ჩვენი ლიტერტურული საგანძურის თანამედროვე მწერლობის საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების მსოფლიოსთვის გაცნობის უნიკალური საშუალება და შესაძლებლობაა. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაეცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს და ამავდროულად, საკუთარი თავიც წარმოაჩინოს. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც დიდი სამუშაო გველის, რომლის განხორციელებაც საუკეთესო გუნდს მივანდეთ და გვჯერა მათი პროფესიონალიზმის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები