კახა კალაძე – ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის

კახა კალაძე – ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის

თბილისის მერი, კახა კალაძე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საზოგადოებას უსამძიმრებს.

,,ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.

კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებითა და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.

ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის.
ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

მსახიობი კახი კავსაძე დღეს გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები