კახა კალაძე – დმანისში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს

კახა კალაძე – დმანისში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

კალაძის თქმით, აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა.

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მათ შორის ფსიქოლოგიურს. მათ შორის იმ ძალადობას, რასაც კონკრეტული ტელევიზიები აკეთებენ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველას აუცილებლად მოეთხოვება. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები