კახა კალაძე – დღეს საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის

კახა კალაძე – დღეს საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის

საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.

„საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მრწამსისა, აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. არა მგონია, რაიმე შეზღუდვები არსებობდეს ამ მიმართულებით. დარღვევები არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით. იყო პირდაპირ ხელისშეშლა საარჩევნო კამპანიის დროს, იყო სიძულვილის ენით საუბარი, პირადი შეურაცხყოფები, საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები და ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოზე გადაღებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ჩაეშალათ. ასევე არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც დიდ სიბინძურესთან გვქონდა საქმე, იყო ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით 2018 წელს გარკვეული გამოწვევები იყო. სულხან სალაძემ ყურადღება გაამახვილა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შემთხვევებზე, როდესაც მათ კარვის გაშლის უფლება არ ეძლეოდათ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები