კახა კალაძე ,,დღეს საღამოს 9 საათხე შევხვდებით, დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს და საინტესო იქნება მათთვის დღევანდელი შეხვედრა”

კახა კალაძე ,,დღეს საღამოს 9 საათხე შევხვდებით, დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს და საინტესო იქნება მათთვის დღევანდელი შეხვედრა”

“იცით რომ დღეს გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩამოდიან ჩვენი მეგობრები, ჩატარდება საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი. უამრავი ადამიანია დაინტერესებული. ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამ თამაშთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ინტერესდება ამ მატჩით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, მინდა ყველა ჩემს თანაგუნდელს მადლობა ვუთხრა ჩამოსვლისთვის.

დღეს საღამოს 9 საათხე შევხვდებით, დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივარი გაიხარებს და საინტესო იქნება მათთვის დღევანდელი შეხვედრა იმ ვარსკვლავებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში გულშემატკივრობნენ და  მათ თამაშებს უყურებდნენ”,- ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, დღეს , 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან.

კატეგორიები: საზოგადოება, სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები