კახა კალაძე-“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს”

კახა კალაძე-“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს”

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს” , – ამის შესახებ ახლადარჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ რადიო “ფორტუნას” სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, მერიაში იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპი, ასევე შეიქმნება ვებ-პლატფორმა, რომლის მეშვეობით თბილისელებს სერვისებზე წვდომის საშუალება ექნებათ.

“გვინდა მეტი ინოვაცია, მეტი თანამედროვეობა. მაგალითად, ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელზედაც მე ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ და ამ პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ეს არის, რა თქმა უნდა, ერთი ფანჯრის პრინციპი. მერიაში მოსულ ადამიანს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაშინვე უნდა ჰქონდეს დასმულ კითხვაზე პასუხი, კონკრეტულ მოთხოვნაზე და ა.შ. პარალელურად ამისა, ჩვენ ვქმნით შესაბამის ვებ-პლატფორმას. დღეს სოციალურ ქსელზე, ზოგადად ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და შევთავაზებთ სერვისებს თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომ სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შესაძლებლობა ყველა მუნიციპალურ სერვისზე ჰქონდეთ წვდომა. ამ პროექტზე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა და ძალიან მალე დავიწყებთ განხორციელებას.
ბიუროკრატიის დანგრევაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გარკვეული რეფორმების გატარება მოგვიწევს მერიაში. შესაძლოა ეს ბევრისთვის სასიამოვნო არ იყოს, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღეს მერიაში და ამ ადამიანების შესაძლებლობა, ამ ადამიანების პატიოსნება, პროფესიონალიზმი უნდა იყოს სწორად გამოყენებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,”-განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები