კახა კალაძე – ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი ოპონენტების შეფასება დავიწყო

კახა კალაძე – ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი ოპონენტების შეფასება დავიწყო

ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი ოპონენტების შეფასება დავიწყო, ან მათი საარჩევნო კამპანიის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„მე მაქვს ჩემი გზა, ჩემი ხედვა, ჩემი გეგმები და მაქვს ჩემი კონცეფცია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ვისაუბრებ მხოლოდ ამ თემებზე და არა ოპონენტებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები