კახა კალაძე-ჩემი ხელფასი მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად

კახა კალაძე-ჩემი ხელფასი მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად

ჩემი ხელფასი მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ის თბილისის მერიიდან ხელფასს არ აიღებს.

მისივე თქმით, იგი სოციალურად დაუცველ პირებს ეხმარებოდა წარსულში, როდესაც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ამჟამადაც აგრძელებს მათ დახმარებას.

“სიახლე აქ არაფერია და ამ თემაზე ცოტა მეუხერხულება კომენტარის გაკეთება. მე ღმერთმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ შეძლებული ადამიანი ვარ. წლების განმავლობაში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი და როგორც ენერგეტიკის სამინისტროში, ახლაც ჩემი ხელფასი ძირითადად მიემართება იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები