საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კალაძეს ყველა სხვა მერობის კანდიდატთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს.
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთი რამ გახდა კიდევ ძალიან თვალშისაცემი – ეს არის ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც კახას გააჩნია ყველა დანარჩენ კანდიდატთან მიმართებაში და მე მინდა კახას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება და თბილისელებმა დაინახეს ეს ძალიან დიდი პოზიტიური განსხვავება. თავისი პროფესიონალიზმით, მომზადების დონით, მასშტაბურობით, კახა ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს.
ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გასწია კახამ, იმისათვის, რომ თითოეული თბილისელის გულამდე მიეღწია ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ეს ხმა იქნება გამოხატული. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა თბილისელს, კახას სჭირდება ძლიერი მანდატი, რომ მასშტაბური გეგმები აუცილებლად განახორციელოს. და ეს ძლიერი მანდატი მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა თითოეული თქვენგანის მიერ თქვენი წილი მანდატის კახაზე გადაცემით ხვალ არჩევნების დღეს. მინდა გთხოვოთ, ყველა თქვენგანმა გამოხატოს ის ნება, რომელიც კახას მისცემს საშუალებას, რომ თბილისი ჭეშმარიტად გადაიქცეს სინათლის, სიცოცხლით სავსე ქალაქად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა ყაზახ კოლეგასთან კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრის დროს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
