კახა კალაძე: არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა

კახა კალაძე: არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა

კახა კალაძე მხარდამჭერებს და თანამებრძოლებს მადლობას უხდის და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში აქტიურობისკენ.

 

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩემს მხარდამჭერებს: გააქტიურდით, მობრძანდით, შეასრულეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას. თბილისი გაიმარჯვებს“ – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები