კახა კალაძე – აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს

კახა კალაძე – აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია, აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook გვერდზე დაწერა.

„გილოცავთ!

დღეს მთელი საქართველო სვეტიცხოვლობას, მცხეთობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია, აქ სულ სხვანაირი სიმშვიდე და მადლი ტრიალებს. მინდა, მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება!“, – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები