კახა კახიშვილის განცხადებით, N7 პენიტენციური დაწესებულება დაიხურება.

კახა კახიშვილის განცხადებით, N7 პენიტენციური დაწესებულება დაიხურება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, N7 პენიტენციური დაწესებულება დაიხურება.
განცხადება მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„სულ ახლახან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დღეებში, ალბათ, წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს – 26 ივნისს, დავხურავთ ავადსახსენებელ N7 პენიტენციურ დაწესებულებას. აღნიშნული დაწესებულება მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში.
სახალხო დამცველთან ერთად დავხურავთ აღნიშნულ დაწესებულებას და იმედია, მსგავსი ტიპის პენიტენციური დაწესებულება საქართველოში არასდროს იქნება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სისტემაში გატარებული რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა იყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები