კახა ბექაური ტარიფების ზრდაზე – არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ

კახა ბექაური ტარიფების ზრდაზე – არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ

არავის მივცემთ უფლებას, არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ, – ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა საკომუნიკაციო კომპანიების ნაწილის მხრიდან ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.

“ბაზარზე არსებული წინასწარი მდგომარეობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ფასები გაიზარდოს. ჩვენ ყველანაირი ბერკეტი გვაქვს, თუ ასეთ არაკანონზომიერ ქმედებას ექნება ადგილი, ეს ქმედება აღვკვეთოთ. მაქვს იმედი, რომ კომპანიები არ გააკეთებენ ამას და ვიდრე კომისიასთან არ გაივლიან ამ საკითხებს, არ გააძვირებენ ტარიფებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებელზე ბოროტად გამოიყენონ და 2-3 თვის განმავლობაში მაინც დავაბრუნებთ მათ კანონზომიერების ჩარჩოებში და გვაქვს ამის ბერკეტები. ბაზარზე გარკვეულწილად აქამდე განუკითხაობები იყო, ტარიფი ტარიფი არ იყო, ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც აწვდიდნენ მომხმარებლებს. ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და დასრულების ეტაპზეა. როგორც ჩანს, გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ, იქიდან გამომდინარე, რასაც აქამდე ახორციელებდნენ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ბექაურმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები