„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი „ეკოლოგიკა“ გრძელდება. ის ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიურ შინაარსის არის.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი „ეკოლოგიკა“ გრძელდება. ის ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიურ შინაარსის არის.

„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი „ეკოლოგიკა“ გრძელდება. ის ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიურ შინაარსის არის. პროექტში ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-9-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.

“ეკოლოგიკა 2019“-ის მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა. პროექტი 25 სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მხარდამჭერები ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინტელექტუალური გუნდი „რა სად როდის“ და გაერთიანებული ერების ასოციაცია (UNDP) არიან.

„ეკოლოგიკა 2019“ სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში – „რა, სად, როდის“ ჩატარდება. საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით, თამაში 2-ნაწილიანი იქნება, 1-ელ ეტაპზე – 15, ხოლო მეორე ეტაპზე – 6 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

შეჯიბრი საზეიმო ღონისძიებითა და გასართობი პროგრამით დასრულდება.

მეორე ეტაპზე, წინა ეტაპში გამოვლენილი 6 გამარჯვებული გუნდი, პროექტის მომზადების მიზნით, 2-დღიან სპეციალიზებულ ტრენინგს გაივლის, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანი კვალიფიცირებული ტრენერ-სპეციალისტი რუსუდან ასათიანი უზრუნველყოფს.

2-დღიანი ტრენინგები 15–15 ბავშვისგან დაკომპლექტებულ გუნდებს 4, 5, 6 და 7 ოქტომბერს ჩაუტარდებათ. თითოეული გუნდი, ტრენინგის ხელმძღვანელს საკუთარ პროექტს ინდივიდუალურად წარუდგენს.

​რაც შეეხება „ეკოლოგიკა 2019“-ის მესამე ეტაპს, გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჟიური 6 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდება:
1 ადგილი – 5000 ლარი;
2 ადგილი – 4000 ლარი;
3 ადგილი – 3000 ლარი.

„ჯამში, დაახლოებით 70 სკოლა იქნება წარმოდგენილი. თითოეული სკოლიდან ადმინისტრაციას 1 გუნდის გამოყვანის შესაძლებლობა ექნება, თითოეული 5 მოზარდით დაკომპლექტდება.

​რაც შეეხება პირველ ეტაპს, რომელიც „რა, სად, როდის“ პრინციპით ჩატარდება, აქ კითხვები სწორედ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე იქნება შერჩეული.
​გარდა იმისა, რომ პროცესი აზარტული იქნება, მოსწავლეები – გარემოსდაცვითი კუთხით ცოდნას გამოავლენენ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების ბიომრავალფეროვნების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ, ამ კუთხით გაიფართოვონ თვალსაწიერი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანია, რომელიც საქმიანობს ამ მუნიციპალიტეტში, გამოხატავს სურვილს და თავის რესურსს ახალგაზრდების განათლებას ახმარს. ეს, ცხადია, ძალიან მისასალმებელი ფაქტია. იმედი მაქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.

გამარჯვებულ გუნდებს პროექტების განსახორციელებლად 3 თვის ვადა (2020 წლის 1-ელი მარტიდან 2020 წლის 1-ელი ივნისის ჩათვლით) მიეცემათ. „ეკოლოგიკის“ პირველ ტურში გამარჯვებულ 6 გუნდს ტრენინგები ჩაუტარდება თემაზე – თუ როგორ უნდა დაწერონ პროექტები.

6 გუნდი დაიყოფა ორ ჯგუფად, ანუ სამ-სამ გუნდს, 15-15 მოსწავლეს ორ-ორ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდება. შემდეგ იქნება ერთი შემაჯამებელი დღე, როდესაც ისინი დაწერილ პროექტებს წარმოადგენენ.​

საბოლოოდ, მოვემზადებით კონკურსისთვის, სადაც სპეციალური ჟიური 6 გუნდიდან სამ საუკეთესოს გამოავლენს. გამარჯვებულ გუნდებს „ჯორჯიან მანგანეზი“ დააჯილდოვებს.
რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგებს, ბავშვები გაეცნობიან ტესტის წერის, დონორებთან ურთიერთობის ტექნიკას, სპეციალურ ტერმინოლოგიას და ა.შ. ანუ საგრანტო პროგრამის პროფესიონალურად წერას, ამავდროულად, მისი წარდგენის წესებს შეისწავლიან. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში კი, რა თქმა უნდა, მოზარდები პროექტს სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადებენ.​

ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო დღეები გველის, იმედი მაქვს, ღირსეული გუნდები გაიმარჯვებენ“,- განაცხადა საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა და ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები