ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის მტერს შეიძლება აწყობდეს-თამარ ჩუგოშვილი

ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის მტერს შეიძლება აწყობდეს-თამარ ჩუგოშვილი

ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის მტერს შეიძლება აწყობდეს,-ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდმარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
“მორიგი დეზინფორმაცია (fake news) სრულიად გაურკვეველ წყაროებზე და უცნობ საიტზე, რომლის წარმომავლობაც ძალიან საეჭვია (ReportBlogs) და ვითომდა შეიცავს ბოლტონის განცხადებას, რომლის მსგავსი არავის გაუკეთებია, არათუ მას.
ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ქვეყნის მტერს და მიზნად ისახავდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას.
საეჭვოა არა მხოლოდ აღნიშნული საიტის წარმომავლობა, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელების დროც.
ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
ვიდრე მსგავს, მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, გთხოვთ კარგად გაიაზროთ მათი ამოცანა და მიზანი. იმიტომ რომ მიზანი სწორედ ბევრი ადამიანის წამოგებაა მსგავს ხრიკებზე”,- წერს თამარ ჩუგოშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები