ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით ორი პირის დაკავების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს.

ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით ორი პირის დაკავების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს.

ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით ორი პირის დაკავების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე. ბ., ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები