ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა

ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა

ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გეტყვით, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა. მოვხსენით ყველანაირი ბარიერი. ყველას შეუძლია პოლიკლინიკაში მივიდეს და აიცრას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დაახლოების 65 ათასამდე დოზაა.

„გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა. წელს 235 ათასი დოზა სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელ სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, რომ ყველა ორსული აცრილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები