„ჯერ კიდევ 2008 წელს ათი ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდეს, სწორედ გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა შესაბამის სამსახურებს”

„ჯერ კიდევ 2008 წელს ათი ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდეს, სწორედ გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა შესაბამის სამსახურებს”

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დაბეჭდვის საკითხზე დეზინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვსაუბრობდი, ვსაუბრობ და ვიტყვი ამას ხმამაღლა, რომ გიორგი ვაშაძე იყო სწორედ ხელმძღვანელი შესაბამისი სამსახურების, როდესაც ჯერ კიდევ 2008 წელს, მათ დაბეჭდეს ათი ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მე მაშინ ჩართული ვიყავი საარჩევნო პროცესში, 2008 წელს, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე, მაშინ იყო გამოაშკარავებული ეს კონკრეტული ფაქტები. ამის მტკიცებულებები არსებობს გახსოვთ, თქვენ შემთხვევა, როდესაც ვანო მერაბიშვილი სხვისი პასპორტით აპირებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და მაშინ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოჩნდა ასევე, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობა დაბეჭდილი. ეს არახალი ამბავია, არც ის არის ახალი ამბავი, რომ ე.წ არასამთავრობო სექტორი არის ამ დიდი შეთქმულების მონაწილე, რომელიც ჩვენი ქვეყნმის წინააღმდეგ მზადდებოდა და რომელიც ჩაიფუშა და გასკდა ფურუნკულივით, იმიტომ, რომ ამას ჩვენ ქვეყანაში გასაქანი არ ექნება. ეს ხალხი არის მონაწილე ამ შეთქმულების, ეკა გიგაური, კაპიტანი გიგაური, „ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია“, მიხეილ ბენიძე და ა.შ. ეს ადამიანები პირდაპირ მონაწილეობენ იმ პროცესში, რომელიც წამოიწყო „ნაცინალურმა მოძრაობამ“. როდესაც გაიგეს და გააცნობიერეს, რომ ძალიან მწარედ აგებენ მეორე ტურს, დაიწყეს გარკვეული საფუძვლის და ნიადაგის შექმნა, იმისათვის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთი რაღაც ავიწყდება ამ ხალხს და მინდა შევახსენო თქვენი ეთერების მეშვეობით, რომ ამ ქვეყანაში ლეგიტიმაციას არ იძლევა კაპიტანი გიგაური, არც საირუშ ვოლსკი, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაციას იძლევა ხალხი, ეს გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დაინახავენ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ”, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებას ეხება, გამოძიება დაიწყო. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები