ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ

ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ

ჯერ არ დამდგარა იმის დრო, რომ პირბადე თავისუფლად მოვიხსნათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენ გარშემო ყველა ორჯერ ვაქცინირებული იქნება, მე უკვე თავისუფლად მოვიხსნი პირბადეს. ძალიან მინდა, ის დრო მალე დადგეს, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დაჯდომა, საუბარი შემეძლება და არ მექნება იმის შიში, რომ ერთმანეთს ვირუსს გადავდებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 21 მაისს ამოქმედდება.

საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები