ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დასკვნას, თუ რა დაჯდება და რა ვადაშია შესაძლებელი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა-აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დასკვნას, თუ რა დაჯდება და რა ვადაშია შესაძლებელი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა-აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკომანიის ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დასკვნას, თუ რა დაჯდება და რა ვადაშია შესაძლებელი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა.
ზოიძე ვარაუდობს, რომ ერთი წლის ვადაში ამ ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელი იქნება.
“ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს თავის ხედვას, თუ რა ვადები და თანხები დასჭირდება იმისთვის, რომ პრევენციის სისტემა სრულად იყოს მზად, როდესაც მოხდება დეკრიმინალიზაცია. ჩვენი გათვლებით, ამას დასჭირდება სამ მილიონ ნახევარი ლარი და ერთი წელი. წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტრო დასკვნას, თუ რა ვადებშია შესაძლებელი ამის განხორციელება. ჩვენც ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მომზადება, რათა იყოს სერვისები პატიმრობის ნაცვლად, მანამდე დეკრიმინალიზაცია არ მოხდება”,- განაცხადა ზოიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები