ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – „თუ ევროპაში არ მოხდება კოვიდრეგულაციების გამკაცრება, მომავალ გაზაფხულს შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – „თუ ევროპაში არ მოხდება კოვიდრეგულაციების გამკაცრება, მომავალ გაზაფხულს შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ევროპაში კოვიდინფიცირების მზარდი ტენდენციის გამო.

ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ ევროპის ქვეყნებში არ მოხდება კოვიდრეგულაციების გამკაცრება, მომავალ გაზაფხულს ინფექციას შესაძლოა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.

„ჩვენს რეგიონში, კოვიდ-19, ადამიანების გარდაცვალების ნომერ პირველ მიზეზად იქცა. ჩვენ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო ინფექციასთან საბრძოლველად, მაგალითად ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ პასპორტების შემოღება“,-აღნიშნა კლუგემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსებებთ, რომ გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. არსებული კოვიდვითარების გათვალისწინეით, ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რამაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია მოსახლეობაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები