ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოების სამსახური კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საეკლესიო პირებთან დამატებით შეხვედრებს გამართავს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოების სამსახური კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საეკლესიო პირებთან დამატებით შეხვედრებს გამართავს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოების სამსახური კორონავირუსისგავრცელების პრევენციის მიზნით საეკლესიო პირებთან დამატებით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იყოს მათი მხრიდან დაცული. თუმცა, ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც დღეს სამღვდელოებაში გვაქვს, ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები