ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს, პარლამენტში მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო. მისი თქმით, ღირსება ხელშეუხებელია და თმენის ვალდებულებასაც აქვს ზღვარი. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

„ღირსება უზენაესი ღირებულებაა მთავრობის წევრისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც. ღირსება არის ხელშეუხებელი და ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის, თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო, აქ ორი აზრი არ არის. მთავრობის წევრები ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის. მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია მთავრობის წევრისთვისაც და ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც. ყველაფერს აქვს ზღვარი“, – განაცხადა სერგეენკომ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე პრემიერმინისტრს და ნიკა მელიას შორის.

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა რაც მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

მოგვიანებით პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები