ჯანდაცვის მინისტრი: საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული

ჯანდაცვის მინისტრი: საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზეა 23 პაციენტი, რეანიმაციაშია 115 პირი და კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 მოქალაქეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

“აქაც ჩართულია ის ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც “კოვიდის” დაწყებისთანავე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. მათი რეკომენდაციების, კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. გარდა ამისა, ასევე ამოქმედებულია რამდენიმე მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს, შესაბამისად, ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება მკაცრად და ზედმიწევნით, ყველა პროტოკოლის დაცვით

საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული. ახლა, 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი დაყოვნებულია ტრიაჟში, რომლებიც ელოდებიან დიაგნოსტირებას და ამის შემდეგ იქნებიან გადამისამართებული კლინიკაში, საკარანტინო სასტუმროსა თუ გადამისამართდებიან ოჯახის ექიმთან”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა,- ეს უკვე 55 გარდაიცვალა, 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები