ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ვითარება საგანგაშო არ არის.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 100 ათას მოსახლეზე გრიპის 221 შემთხვევაა, ეპიდემიური მზადყოფნა 100 ათას მოსახლეზე 450 შემთხვევას გულისხმობს. მინისტრის თქმით, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. “გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში, თვითმკურნალობის ნაცვლად, ჯობს დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი. სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები – გრიპის შემთხვევების მართვისთვის. ამიტომ აუცილებელია, ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო დახმარებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა. „სახელმწიფო ყიდულობს მაღალი ხარისხის ვაქცინებს. ვაქცინაცია არის მიმართული, რომ ბავშვთა კალენდარი იქნას შესრულებული და ბავშვი მთელი ცხოვრება დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ეს ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ყველას ვთხოვთ, დაიცვან ვაქცინაციის კალენდარი. კლინიკები მზად არიან მაღალი მიმართვიანობისთვის. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, რასაც დარგის სპეციალისტები აწვდიან“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები