ჯაბა ჯიშკარიანმა სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის მერობისთვის გაქაჩვას თბილისის საკრებულო“ შეეწიროს

ჯაბა ჯიშკარიანმა სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის მერობისთვის გაქაჩვას თბილისის საკრებულო“ შეეწიროს

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დეპუატტები სიტყვით გამოდიან. ჯაბა ჯიშკარიანმა სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის მერობისთვის გაქაჩვას თბილისის საკრებულო“ შეეწიროს:

“თუ შეიძლება ერთმანეთს ვცეთ პატივი, კოლეგები ვართ, თუ ერთმანეთს არ ვცემთ პატივს, საზოგადოებას მაინც ვცეთ პატივი, ქალბატონო სევდია მე მიჩვეული ვარ თქვენი მხრიდან უზრდელობებს, წამოძახილს, თქვენი სახე კიდევ ერთხელ ნახა საზოაგდოებამ, არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობსითვის გაქაჩვას შეეწიროს თბილისის საკრებულო, ნუ ჭყიპინებთ, იმიტომ ხართ შემოსულები, რომ პროტესტის ნიშნად დატოვოთ საკრებულოს დარბაზი, თქვენი მთავარუი მიზანი ყოველთვის არის დესტრუქცია, მე არ მახსოვს კარგი წინადადებით მოსულიყავით, ჩვენ არ ვკივივართ, არ ვჭყიპინებთ თქვენსავით“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ბიუროს სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხს, აღნშნულს პროტესტი მოჰყვა ოპოზციიის მხრიდან, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც საკრებულოს შენობის გარეთ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები