ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ზრდა გასულ წელთან შედარებით 10.5 პროცენტია. 2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1 039 027 ვიზიტი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა კი 845 588 იყო, ანუ 10.7 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით.

ამასთან, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი ამ პერიოდში, 1 მილიარდ 661 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 305 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი, ესტონეთი, გერმანია, ჩეხეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები