ივანე მაჭავარიანი ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეების სესხების განულების საკითხზე განმარტებას აკეთებს

ივანე მაჭავარიანი ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეების სესხების განულების საკითხზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეების სესხების განულების საკითხზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ.
მისი თქმით, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს.
„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. შავი სიიდან ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები