ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა

“უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. შეხვედრას ქართველი და უცხოელი პროფესორები ესწრებიან.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო ვახშამს უმასპინძლა, სადაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გარდა უცხოელი სტუმრებიც იყვნენ მიწვეულნი.

“წლევანდელი წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია – უნივერსიტეტის იუბილესთან ერთად აღვნიშნავთ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საიუბილეო გახლდათ 2017 წელიც, ვინაიდან ამ წელს ჩვენმა ქვეყანამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი იზეიმა…“, – განაცხადა პრემიერმა.

თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები