იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა ათი კანდიდატურა დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა ათი კანდიდატურა დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა ათი კანდიდატურა დაასახელა – ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ტყავაძე.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები