იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. გიორგი მიქაუტაძემ და კარლ ჰარცელმა სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს.

„სასამართლო სისტემას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში  დამტკიცდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებების გეგმაზომიერად შესრულებას. ჩვენი მიზანია სასამართლოს საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები