იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დღეს, უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების საკითხზე კენჭისყრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ სულ კენჭისყრის ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. იმისთვის, რომ კანდიდატმა, მანტია უვადოდ მოირგოს, აუცილებელია, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. სასურველი შედეგის მისაღებად, კანდიდატს საბჭოს წევრთა მინიმუმ ათი ხმა სჭირდება.

უვადოდ გამწესების მსურველთა შორის, დღეს, მოქმედი საბჭოს წევრები არიან: რეზო ნადარაია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და ირაკლი ბონდარენკო, რომელიც ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოღვაწეობს. ასევე, სიაში არიან, გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები.

უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები